“ერეკლემ გადაწყვიტა, საქართველო რუსეთისთვის დაექვემდებარებინა, ეს იყო კატასტოფა” – ვახო სანაია

0
451
28 Views

ვახო სანაიამ ფეისბუქში დაწერა:

“იმედის სიუჟეტს გამოვეხმაურები.
ერეკლე მეორემ ბევრი იბრძოლა საქართველოსთვის. ამას არავინ უკარგავს. დიდი მეფე იყო – კი ბატონო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული. არავისა აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს.
ასე რომ, ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია.
ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს.
და ვინც ერეკლე მეორის იმ ნაბიჯს გაამართლებს, ის გეორგიევსკის ტრაქტატის მომხრეა. ესე იგი, მხარს უჭერს და ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ერეკლეს შთამომავალი ნიკოლოზ ბარათაშვილიც ასე ფიქრობდა და ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც.
გასაგებია, ქართული ოცნება რატომაც ჩაეჭიდა ამ თემას. მისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი არაა პრობლემა.”

Cesko