აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით – ჯო ბაიდენი

May 18, 22:47
0
574

აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. NATO-ში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, აშშ შეინარჩუნებს მის აქტიურ სწავლებასა და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. ვიდრე მათი NATO-ში გაწევრიანება განიხილება, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

Cesko