„200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში… “ – რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ხოფერია?

0
1406
37 Views

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერიას თქმით, უკრაიანაში 200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში და მათ იმასაც ვერ ეუბნებიან არის თუ არა იქ მათი ნათესავის ბახვას ცხედარი.

„რა საჭიროა ეს ტყუილი? რა ევაკუაცია?! რა ოპერაცია?! ვალმოხდილი, ნაბრძოლი, დაჭრილი, მომაკვდავი ბიჭები ტყვედ ბარდებიან.

ეს სამარცხვინოა? თუ თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე? თუ ბახვასავით უცხედროდ უნდა ეტირათ დედებს?

ვის წმენდთ სინდისს? არესტოვიჩს თუ ზელენსკის?

რატომ უმძიმებთ ისედაც განადგურებულ ჯარისკაცებს სიცოცხლეს?

მებრძოლი ტყვეობაშიც მებრძოლია! გმირი ტყვეობაშიც გმირია!

მორჩით!

200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში და ჩვენ იმასაც ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა იქ ბახვას ცხედარი.

მორჩით! მორჩით!!!

დაასრულეთ ეს ფეიკების და ტყუილების კასკადი!

ვინც მართლა იომა იმათ მაინც ეცით პატივი!

P.S. ზელენსკიმ, უკრაინის მთავარსარდალმა, კანის კინოფესტივალი გახსნა!

No comment“ – დაწერა ხოფერიამ.

Cesko