ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონში ცვლილებებს, რომელიც „ტერორიზმის მცდელობისთვის“ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

0
371
30 Views

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონში ცვლილებებს, რომელიც ტერორიზმის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ Evropeyskaya Pravda რადიო თავისუფლების ბელორუსულ ბიუროზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, კანონი გამოქვეყნებიდან 10 დღეში შევა ძალაში.გარდა ამისა, სიკვდილით დასჯა დაემუქრება: სახელმწიფო მოხელის ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობა მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა გავლენა მოახდინოს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

ბელორუსი სენატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მტკიცე ბრძოლის დემონსტრირებას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსია რჩება ერთადერთ ქვეყნად ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა შენარჩუნებულია, როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომა. აღსრულება ხორციელდება გასროლით.

Cesko