„ზოგჯერ ვნანობ, რატომ არ წავედი, ეს უნდა გამეკეთებინა როგორც მამას…” – რას ამბობდა ნიკა გვარამია დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში?

0
471
36 Views

რა თქმა უნდა, ვუშვებ შანსს, რომ დამიჭერენ –  ამბობდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

„ასეთ ვითარებაში, როცა მე ჯანმრთელობაც დავკარგე, ფსიქოლოგიური წონასწორობის პრობლემაც გამიჩნდა, იყო პერიოდი, როდესაც ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა სამწუხაროდ ეთერშიც. რასაც ძალიან ვნანობ, უკვე როგორც წამყვანი.

ზოგადად ეთერში რომ დავჯექი, ესეც რაღაც თვალსაზრისით იძულებითი გადაწყვეტილება იყო. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ჩემი დაპატიმრება ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ტელევიზიისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ არიან სუბიექტები, ვისთვისაც ეს გაცილებით დიდი პრობლემა იქნება და ვუსურვებ მათ ამ პრობლემებს.

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ წავედი „რუსთავის 2“-ის  მერე. მქონდა გარანტირებული სამუშაო და არც სისხლის სამართლის საქმე არ იქნებოდა ჩემზე აღძრული და ვიცხოვრებდი მშვიდად, ჩემს ოჯახთან მეტი კომუნიკაციით და თავისუფალ გარემოში სხვა ქვეყანაში.

არ გავაკეთე, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, თუმცა უნდა გამეკეთებინა როგორც სანდროს, გიკოსა და ქეთევანის მამას, სოფოს ქმარს…

იქნებიან ადამიანები, ვინც “მთავარს” გაუძღვებიან, იქნება პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ახლა ისედაც რთული პერიოდია, თან ეკონომიკური კრიზისია საქართველოში უკვე წლებია და ეს აისახა სარეკლამო ბაზარზე.

5 მილიონი ბიუჯეტიდან დაგვაკლდა, ე.წ. ბეთების რეკლამების გაუქმებით. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრია. პლუს ზეწოლა მიმდინარეობს რეკლამის შემომტანებზე.

პრობლემები გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ბიზნესის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, ფინანსური პრობლემებიდან ამოსვლას”, – აცხადებდა რამდენიმე დღის წინ გვარამია.

Cesko