თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი- გიორგი გამსახურდია

0
505
38 Views

სანქციებზე რატომ ვლაპარაკობთ? ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური რესურსი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს. ამ ადამიანმა 3 მილიარდზე მეტი, რაც იშოვა ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, უანგაროდ დაახარჯა ქვეყანას. ჰქონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულით წარმოადგენს ძალაუფლებას ან პოლიტიკურ კაპიტალს. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პიროვნული ავტორიტეტი, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინული მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„სულ ერთი თეთრის გარეშე რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, თავისი პიროვნული და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე აქვს ის ადამიანური კაპიტალი და ავტორიტეტი, რაც დღეს აქვს. ეს მათი სიზმრების და ილუზიების ნაწილია და ამით იკვებავენ თავს. რა სანქციებზე მელაპარაკებით? თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მათ გვერდით დგას და რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“, – განაცხადა გამსახურდიამ.

Cesko