“მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება – ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან” – კობახიძე არესტოვიჩზე

0
560
31 Views

მე მგო­ნი, ეს არის მისი პირ­ვე­ლი სწო­რი შე­ფა­სე­ბა. ჩვენ ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით ისე, რომ გა­ვა­ჩა­ღოთ სის­ხლისმღვრე­ლი ახა­ლი ომი აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა დას­მულ შე­კი­თხვას, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის, ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის თქმით, “სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ისე, რომ ცხინ­ვალ­ში შეს­ვლა შეძ­ლოს“.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ეს­კა­ლა­ცია აი­ცი­ლოს.

“მე მგო­ნი, ეს არის მისი პირ­ვე­ლი სწო­რი შე­ფა­სე­ბა. ჩვენ ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით ისე, რომ გა­ვა­ჩა­ღოთ სის­ხლისმღვრე­ლი ახა­ლი ომი აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი ეს­კა­ლა­ცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ში და რა თქმა უნდა, ამ ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

Cesko