ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ვივამედიში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
“შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია – ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა”.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება.