“ივანიშვილმა დაინახა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი მისთვის სერიოზული საფრთხეა…” – ნინო ბურჯანაძე

0
590
27 Views

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “მთავარ არხთან” საუბრისას, აცხადებს:

“მინდა ობიექტური ვიყო, მეც მაინტერესებდა და არამხოლოდ იმ ექიმებს აზრი, ვინც ტელევიზიით გამოდის, სხვა ექიმებსაც ვკითხე მოსაზრებები. პატარა ქალაქია თბილისი და სამედიცინო საზოგადოებაში ყველა ყველას იცნობს და ვიცით სიტუაცია, ყველა ერთხმად ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სხვა დონის მკურნალობას, საზღვარგარეთ მკურნალობას, და ამიტომ ის უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ კლინიკაში და მეორე, რაც უნდა გავაცნობიეროთ, სააკაშვილთან მიმართებაში, არანაირი სამართლიანობის არდგენა არ ხდება, არც ის მომეწონა ოოზიციის ნაწილმა რომ პეტიცია გააკრიტიკა, არ გინდა ხელის მოწერა, ნუ მოაწერ, ახლა ერთობაა საჭირო. ნურავინ დაიწყებს ოპოზიციაში შეჯიბრებას, ვინ უფრო გაბრაზებული უნდა იყოს სააკაშვილზე და მე ნურავინ შემომეჯიბრება, მაგრამ, არსებობს რაღაცა, რაც პირად გაბრაზებაზე, თუნდაც სამართლიანზე, მაღლა უნდა დააყენო. ახლა ხდება სააკაშვილის პოლიტიკური დასჯა, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი შეიძლება მისთვის იყოს სერიოზული საფრთხე და ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ის უნდა დასაჯოს.

იქ ვირაცეები რომ ლაპარაკობენ – დაგავიწყდა? – არაფერი დამვიწყებია, არც ის დამვიწყებია, რომ დღეს ისინი მიკითხავენ მორალს, რომლებიც შემძვრალნი იყვნენ სოროში, არც ის დამვიწყებია, რომ ის მოსამართლეებიც სხედან დღეს, რომელიც მიმართაც პრეტენზიები გვქონდა. როცა დახუჭავ თვალს, თუნდაც შენი მოწინააღმდეგის უსამართლო დასჯაზე, ხვალ შენ მოგადგება ის სასამართლო.

გავერთიანდეთ ოპოზიცია… და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ… არ ვამბობ, რომ ტანკებით შევუვარდეთ, ლაპარაკია იმაზე, რომ გამოვგლიჯოთ ხელიდან არჩევნების უფლება… სანამ სურათებში გაცვალა საქართველო, მოვაშოროთ ხელისუფლებას. ხალხო, დღეს სურათებში იცვლება საქართველოს ბედი.”

Cesko