უკრაინაში ტარიელ ონიანის ძმისშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ონიანი დააკავეს

0
676
71 Views

უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში პოლიციამ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიიდან “კანონიერი ქურდები” დააკავა, რომლებიც შესაძლებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ და დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრიმინალების და საბოტაჟის საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენისას მიიღეს ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში “კანონიერი ქურდი” მეტსახელად “მამუკა” იმალებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2013 წელს სტამბოლში მიიღო და ამასთან, ის “კანონიერი ქურდის” ტარიელ ონიანის ნათესავია.

მამუკა ონიანი ერთ-ერთ კერძო სახლში დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მისი უკრაინიდან იძულებით გაძევების შესახებ.

Cesko