ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქზე წერს:
“ახლა გასაგებად ავხსნი, რისი თქმა უნდა ივანიშვილს და რას ბოდავენ სინამდვილეში მისი ქვეშევრდომები.
შვეიცარიული ბანკი ივანიშვილს ფულის დაბრუნებას უჭიანურებს. ივანიშვილმა, რომელიც ეჭვიანი კაცია, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ეს სანქციების მომასწავებელი სერიოზული სიგნალია. ამას დაემატა ევტუშენკოვის სკანდალი. ამიტომ ატეხა მთელი ამბები. საერთაშორისო პრესასაც მოვიწვევო.
ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნახსენები იყო, თითქოს მასზე პოლიტიკური ზეწოლაა. ცხადია, ეს სიტყვები შემთხვევითი არ არის.
ამას დავუკავშიროთ დღევანდელი ისტერიკა სოციალურ ქსელებში და ,,ექსპერტების” იდენტური სტატუსები, რომ ამ ყველაფრის უკან ამერიკა დგას.
ლოგიკურად გადავაბათ კობახიძის სიტყვები, რომ ივანიშვილი შესაძლოა, იძულებული გახდეს, პოლიტიკაში შემობრუნდეს.
ბიძინა ფიქრობს, რომ ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა მას მეტად დაიცავს, რადგან სანქციები ერთ ოლიგარქს კი არა, სახელმწიფო თანამდებობის პირს ან მმართველი პარტიის ლიდერს შეეხება. ვარაუდობს, რომ ეს მისი ფარი გახდება და დასავლეთი სანქციებისგან თავს შეიკავებს, რომ მოკავშირე საქართველო არ დაკარგოს და რუსეთისკენ არ უბიძგოს.
რა შუაშია აქ ომი, რომელიც კობახიძემ თითქოს ულოგიკოდ ახსენა. მე სხვანაირად წავიკითხე და ძალიანაც ლოგიკურად მომეჩვენა – ამით გვეუბნება ივანიშვილი, თითქოს ფულს იმიტომ არ აძლევენ, რომ მეორე ფრონტს არ ხსნის. ღარიბაშვილის აჩემებული ,,მეორე ფრონტი არ იქნება” – ეგეც ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს.
ომი ავიცილე და ამიტომ მსჯიან – ამას გვატენის ახლა ივანიშვილი. იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს, დავბრუნდები. ესაა ლოგიკა.
თუ მეორე ფრონტს გახსნი, ფულს დაგიბრუნებთო. ისე არაო – ამას მეუბნებიანო.
სინამდვილეში დაბრუნებით იმიტომ ,,გვაშინებს”, რომ სანქციების ეშინია და შეიძლება, ოფიციალური თანამდებობა დასჭირდეს ფარად.
უფრო ფართო სურათი კი ასე გამოიყურება – სანქციების დაწესების შემთხვევაში საბოლოოდ გადავიხრები პუტინისკენ. თუ სანქციებს დამიწესებთ, ხალხი ჩემი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს, ამიტომ მეორე გზაა – ავრევ ქვეყანას, რაც ისევ რუსეთს აწყობს.
ერთი სიტყვით, ეს კაცი ვაჭრობს სახელმწიფოთი, თითოეული ჩვენგანის ბედით. არაფერი საკუთარი ფულის გარდა არ აინტერესებს.
ამ ისედაც ტრავმირებულ ხალხს მიდმივად სტრესავს და ომით აშინებს.
არ ვიცი, რა როგორ განვითარდება, მართლა შემოვა პოლიტიკაში, მართლა წავა ამ სცენარზე თუ უბრალოდ ბლეფობს, მაგრამ ამ ეტაპზე ესაა შინაარსი, რასაც გვეუბნება.”