კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვა უცხო ქვეყნის ლიდერების მიმართ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით.
პუტინის წერილები გაეგზავნა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებსა და მოქალაქეებს, მათ შორის: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “ლიდერებს”, ასევე “ხალხებს საქართველოდან და უკრაინიდან”.
“დღეს საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუცილებელია შევინარჩუნოთ და შთამომავლობას გადავცეთ ომის წლებში მომხდარი მოვლენების, საერთო სულიერი ფასეულობებისა და ძმური მეგობრობის ტრადიციების შესახებ”, – ნათქვამია წერილში.