46 Views
უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის წინადადებას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება ევროკავშირის რუსული ნავთობის ემბარგოს შედეგად, რაც, მისი თქმით, შეუძლებელს გახდის უნგრეთისთვის საკუთარი ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნავთობის მოპოვებას.
ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, უნგრეთმა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ნახევარზე მეტი გასულ წელს რუსეთიდან მიიღო.