“საინტერესო გედევან ფოფხაძეა ჩემთვის, როგორც კიდევ ერთი რიგითი ყველაფრისმკადრებელი…” – ირმა ინაშვილი

0
568
30 Views

ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანის დაცემას ვუყურებ. წაბორძიკებას – არა, დაცემას. ყველაფერს კადრულობენ. იმაზე მეტს კადრულობენ, ვიდრე ჩემს გონებას წარმოედგინა.

2020-2021 წლები ჩემთვის ადამიანთა ბუნების შეცნობის უაღრესად მძიმე, მაგრამ სასარგებლო წლები იყო. ამ ცოდნას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით თუ შევიძენდი. ჰოდა, შევიძინე!

აი, გედი ფოფხაძე… ბორჯომში გავიზარდეთ. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. 2016-2020 წლებში, მთელი 4 წლის მანძილზე ჩემს უკან იჯდა პარლამენტში და ერთხელ ხმა არ ამოუღია 2017 წლის ბორჯომის არჩევნებზე. არც პირადად უსაუბრია ჩემთან და არც ტრიბუნა გამოუყენებია, რომ საჯაროდ ეთქვა, თუ რაიმე ჰქონდა სათქმელი. გარწმუნებთ- არაფერი!!!

გუშინ კი, ტვ პირველის ეთერიდან გვიყვება, რომ თურმე ბორჯომში პატრიოტების სია სუსს დაუკომპექტებია. თურმე მე მეხმარებოდნენ და “ოცნება” “ოცნების” დეპუტატს ებრძოდა. რა ტყუილს არ დაგაბრალებენ მოწმენდილ ცაზე. გედი ფოფხაძე იმას არ გვიყვება, ბორჯომელებს რა განწყობა ჰქონდათ მის მიმართ. კიდევ ბევრ რამეს არ გვიყვება. “ქართულმა ოცნებამ” არა ერთი გამოკითხვა ჩაატარა ბორჯომში და გედის რეიტინგი ვერც გაიზომა.

თვითონ “ქართული ოცნებაც” ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს. აი, ამიტომ გავიდნენ თავის დროზე ბორჯომში მეორე ადგილზე, შემდეგ გვქონდა მეორე ტური და არა იმის გამო, რომ პატრიოტებს ვინმე ეხმარებოდა… მაგრამ აქ ბორჯომის საკრებულოს ისტორია არაა საინტერესო.

სწორედ “ქართულმა ოცნებამ” დაშალა, დაანგრია და ძირი გამოუთხარა პატრიოტების ფრაქციას. საინტერესო თვითონ ფოფხაძეა ჩემთვის, როგორც კიდევ ერთი… რიგითი ყველაფრისმკადრებელი. ზუსტად ისეთი, როგორიცაა ჩემს თვალში სოზარ სუბარი, მტირალა გია ცაგარეიშვილი და სხვებიც… ცოტა ხნის წინ ნაცებთან კავშირს რომ მაბრალებდნენ ? ერთი- თავისუფლების ინსტიტუტის კადრი, მეორე- ნაცმოძრაობის მადიდებელი. ხალხო, ყველაფერი, რასაც მესიჯად მოგწერენ და დაგავალებენ, თუთიყუშებივით კი არ უნდა გაიმეოროთ?! არავის არ გაგიტარებთ, დღეიდან დაიმახსოვრეთ კარგად.

ირმა ინაშვილი, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი

Cesko