“ამ პერიოდში სააკაშვილს ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი”- იუსტიციის მინისტრი

0
416
55 Views

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა – აქვს სამჯერადი კვება და სრულად მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს,

ასევე მინისტრა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სააკაშვილს ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი.

“საზოგადოებისთვის მინდა კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით და მის მდგომარეობას არავის ვუმალავთ. მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს.

ასევე, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამას არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. მას სრულად მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს”, – აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის საზღვარგარეთ გადაყვანას და მკურნალობის დაწყებას ითხოვენ. მათ მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილი ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

Cesko