რუსული მარშით ჩადეგით მწყობრში და ისე იარეთ, „ბატონებო და მსახურებო “ რუსული გემისკენ ნაბიჯით იარ“ – თაკო ჩარკვიანი

0
787
30 Views

„აუპატიურებდნენ და ცოცხლად წვავდნენ ქართველებს… აი ამ რუსეთის იმპერიის ნგრევას ვინც დარდობთ, დამენახეთ,“ – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ, რუსეთის ბოროტების იმპერია გადატყდება და ისე მიდის ფსკერისკენ ნაწილებად დაფშვნილი და დამსხვრეულ მითსაც ძლევამოსილების-უძლეველობის შესახებ თან წაიყოლებს „მოუსავლეთში“.

ჰოდა, ვისაც ახლა გულის წვეთები სჭირდება ვალერიანის ან კორვალოლის და რუსეთის იმპერიის განადგურებას დარდობთ, აი იმ იმპერიის ქართველების სისხლით რომ ვერ გაძღნენ საუკუნეების მანძილზე ფეხით რომ თელავდნენ ფრესკებსა და ხელნაწერებს, რუსთაველზე რომ გვჩეხავდნენ, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ შემოგვივარდნენ, აუპატიურებდნენ და ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, ქართველი პატრიოტების თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ აი ამ რუსეთის ბოროტების იმპერიის ნგრევას და განადგურებას ვინც დარდობთ დამენახეთ რა, უკეთეს ხასიათზე დავდგები თქვენ რომ დაგინახავთ დანაღვლიანებულებს თან რუსული მარშით ჩადეგით მწყობრში და ისე იარეთ, „ბატონებო და მსახურებო “ რუსული გემისკენ ნაბიჯით იარ“, – აცხადებს ჩარკვიანი.

Cesko