„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგანაც ქვეყნებს ერთი ისტორია, ერთი გამოწვევები და საფრთხეები, ასევე კულტურა და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს“.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლება იმ პირობებში, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა, ზახაროვამ განაცხადა:
„საქართველოს აქვს სუვერენული პოლიტიკა. ყველა ქვეყანა დამოუკიდებელ სუვერენულ პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს. დადგა დრო, რომ ყველამ გადაწყვიტოს – გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, თუ სხვისი მუსიკის ქვეშ იცეკვოს“.
ზახაროვამ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლაში, სადაც რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა, დასავლეთი დაადანაშაულა.