მიმაჩნია, რომ მადლენ ოლბრაიტი იყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი ლიდერი, პირველი აშშ-ის სახელმწიფო ქალი მდივანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
„მე აქ ჩამოვედი სპეციალურად მადლენ ოლბრაიტის დასაფლავებაზე, რამეთუ მას კარგად ვიცნობდი. მიმაჩნია, რომ ის იყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი ლიდერი, პირველი აშშ-ის სახელმწიფო ქალი მდივანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა და ის იყო საქართველოს მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანია იყო რამეთუ, აშშ-ის სამი პრეზიდენტი ესწრებოდა ამ ცერემონიას და იყო ძალიან შთამბეჭდავი ამ კუთხით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.