“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილი „უცნობის“ გადაცემაში უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობდა, მან განაცხადა:
“ომის გახანგრძლივებისთვის კეთდება ყველაფერი და არა მშვიდობისთვის, რომ უკრაინა გადარჩეს და არ იყოს შეწირული გაუგებარი ინტერესებისთვის. ამ ომის საზღვრები რომ გაფართოვდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
არესტოვიჩი თავისი პირით ამბობს, რომ ჩვენ ვფიქრობდით საქართველოს ომში ჩართვასო. უკრაინის ომის სცენარი რომ მიმდინარეობდა, ამ სცენარში გაითვალისწინეს საქართველო და გადაწყვიტეს, ჩვენი ქვეყანაც ყოფილიყო მონაწილე. ამ პროექტის ფარგლებში გამოგზავნილ იქნა კონტრაბანდის სახით სააკაშვილი.
არესტოვიჩი და მისი ძმანი არიან საქართველოსთან ცივი ომის რეჟიმში. მე არ ვიყავი მომხრე ჩვენი დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის. ამ ჩასვლის მერეც გაასმაგდა ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არაადეკვატურები არიან, რა დონეზე მოდელირებული რეალობა აქვთ, რომ არ უშვებენ ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტს და მეორე დღეს იღებენ რუს ბიზნესმენს კობა ნაყოფიას.”
საუბარში გია გაჩეჩილაძე ჩაერთო და თქვა:
–წავიდეს ეს არესტოვიჩი, ხოშიანად ცეკვავს ქალის კაბაში, კიდევ ის, პრეზიდენტად რომ ჰყავთ, ხოშიანად აკეთებს – ია კაკატ ხაჩუო. მშვენივრად გამოდიოდათ და წავიდნენ, – ამაზე ვატო შაქარაშვილმა უპასუხა:
-ეკა გიგაურს უნდა ვუპასუხო, რომ თუ რამეა გაურკვეველი, ეს მათი სქესია.