“თუ რუსეთმა აქეთ გამოიწია, ესენი ყველაზე ღრმა სოროებში ჩაძვრებიან ან შორეულ ქვეყნებში გადაიკარგებიან …” – ჟურნალისტი

0
426
34 Views

თუ რატომ არ იმუშავა, – ეს არის ქართული ოცნების სინდისზე და მისი ერთერთი დანაშაული (შეცდომა რბილი ნათქვამი იქნებოდა)
მეორეს მხრივ, იმასაც ვერ იტყვი კაცი, – დღედაღამ რომ ემუშავა ამ მიმართულებით, რაიმე შედეგს მიაღწევდა… – უფრო – ვერ…
დიდი ალბათობით გარკვევით უთხრეს კიდეც ამის შესახებ სადაც ჯერ არს, და ეგეც შეეშვა, ხოლო ლამაზად შეფუთული რაღაც ტრუხა, “ვითომ ამაზე ვმუშაობთ და შედეგიც გვაქვს” კამპანიები, ამ ხელისუფლებას არ ჩვევია, ვაღიაროთ.
ჰო და რა მინდოდა მეთქვა:
კარგია ეს თუ ცუდი, – დღეს ტანკების და ავტომატების ეპოქა აღარაა, იგი მეოცე საუკუნეში დარჩა, ისევე, როგორც მეცხრამეტეში დარჩა ხმალი, დამბაჩა და არბალეტი.
ის კი არა და, ფაქტობრივად სრულიად არაეფექტური გახდა საომარ მოქმედებებში საველე მომზადება და ვაჟკაცური, მებრძოლი სული. (პრაგმატულობის და შედეგზე ორიენტირებულობის თვალსაზრისით, რასაკვირველია)
21-ე საუკუნე არის ჰაერის საუკუნე, და დაცულია ის, ვისი საჰაერო სივრცეც დაცულია.
შესაბამისად, უძლურია (სრულიად) ის, ვისი ზეცაც არ არის სათანადოდ დაცული, აღარაფერს ვამბობ იმაზე, ვისაც მანდ “პრახადნოი დვორი” აქვს. ანუ ჩვენზე.
პლუს – თუ შესაბრძოლებლად მხოლოდ ოთხი ისეთი თვითმფრინავი დაგიდის, – აღლუმზე რომ აფრინდებიან, მთელი გენშტაბი ლოცულობს, ღმერთო მშვიდობით დააჯინეო.
არ არის პრინციპში სასაცილო, მაგრამ რაც არის ეს არის და ამას უახლოეს ათწლეულებში არაფერი ეშველება.
არ ვართ სამწუხაროდ ისრაელი (ჭკუით, გონებით, სამშობლოს სიყვარულით) თორემ ეშველებოდა, კიარადა ნაშველი ექნებოდა უკვე.
ხოდა სწორედ ამ ჰაერში, დღეს ისეთი ტექნოლოგიები მუშაობს, – თუ ისრაელი არა ხარ, – შენი ვაჟკაცური სულითა და მებრძოლი სულისკვეთებით, ჩამოწერილი და გინდაც უახლესი ტანკებითა და ავტომატებით, – რუსეთისნაირი (თუნდაც ნაომარი და შესუსტებული) საბრძოლო მანქანა, (ჩვენი საბრძოლო პოტენციალისა და ტერიტორიული მასშტაბებიდან გამომდინარე) 24 – არა, – 12 საათში ნაცარტუტად გაქცევს.
ვისაც ჰგონია, რომ ეს ლაჩრული რიტორიკაა, – ის ან დემაგოგია, ან საერთოდ მოწყვეტილია რეალობას და ოდენ სექტანტური ინსტინქტები ამოქმედებს.
ორივე შემთხვევაში, ღმერთმა ნუ ქნას და – თუ რუსეთმა აქეთ გამოიწია, – ესენი ყველაზე ღრმა სოროებში ჩაძვრებიან ანუ შორეულ ქვეყნებში გადაიკარგებიან, ხოლო საზარბაზნე ხორცად, ისევ მშვიდობიან მოსახლეობას, და მასთან ერთად იმ ბიჭებს შეატოვებენ, ვინც ოჯახების შესანახად დღეს საკონტრაქტო სამსახურში მსახურობენ და ვალდებულებასთან ერთად სწორედ ის ვაჟკაცური სულიც მოსდგამთ, მტრის წინაშე უკან დახევა რომ არ სჩვევია.
ხო და ისევ ჩვენი გასარჩევია, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე: ვინც თავისი რიტორიკითა და კონკრეტული ქმედებებით ასეთი მსხვერპლისკენ უბიძგებს ქვეყანას, თუ ის, ვინც ყველა არსებული ბერკეტით, ამის თავიდან არიდებას ცდილობს?
ვითომ მარტო გემოვნების საკითხია?..?

გრინ ბარეტი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko