“ეს შესაძლებლობაა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – მთელი მსოფლიოს და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ” – არესტოვიჩი

0
666
32 Views

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა, საქართველოზე საუბრისას, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, განაცხადა:

“მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. მეორე – მთელი მსოფლიოს და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის.”

 

Cesko