ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:
“კარგით, ხვალ გათენდა და ბიძინა ივანიშვილი მოხვდა სანქციების ქვეშ, აქედან გამომდინარე აუცილებლად ჩამოიშლება მთავრობა, მერე მოასწრებენ მავანნი და ერთი ნავიდან მეორეში ისკუპებენ, ვინ ისკუპებს ისიც ზუსტად ვიცი უკვე, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ…
მე პირადად საერთოდ აღარ მინდა დავინახო იგივე ხალხი არც აქეთ და არც იქით, ჩემნაირი დამერწმუნეთ ძალზედ ბევრია, აღარ მინდა ბატონო ისევ ის მოხტუნავენი გვარიგებდნენ ჭკუას და გვიკითხავდნენ მორალს, ის რაც თავად არასოდეს ჰქონიათ, აღარ მინდა ბატონო არაააა!!!!!!
ეხლა იკითხავთ ალბათ აბა ვინ გინდაო და ვინ უნდა მოვიდესო?!! მომსვლელების მეტი რა არის და ჭკვიანი ხალხის მეტი რა გვყავს ქართველებს, მაგრამ ამ უკანასკნელთ ერთი ნაკლი ააქვთ, ფული არ ააქვთ საკმარისი რომ კანონმდებლის მანდატი იყიდონ, ჰოდა აგერ აქედან დავიწყოთ ბატონო ჩემო, პარტიებში და სიებში ჭკუით და გონებით აგროვეთ ხალხი, ქვეყნის მოყვარულნი შემოიკრიბეთ ლაშქარივით, ეს ტუჩებ დაბერილი და ჯიბე სავსე მამიკოს გოგო ბიჭები რისი პოლიტიკის მკეთებელნი არიან კი ვხედავთ კარგად !!!!!!
ასე რომ, პირველ რიგში საჭიროა ახალი სისხლის ძებნა, დაიწყეთ უკვე დროა!!!
ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ ისე როგორც ისინი აღარ ამბობენ არაფერს!!!!!
არც გაბრაზდეთ და არცა რა, უბრალოდ დაფიქრდით კარგად, პრაგმატულად და ისე “გამლანძღეთ ან მომეფერეთ”!
“კარგით, ხვალ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა სანქციების ქვეშ… ჩამოიშლება მთავრობა…. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ…” – ანა ბალამწარაშვილი
27 Views