36 Views
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სიმამაცისთვის შეაქო. მისი თქმით, უკრაინას ომის მოგება შეუძლია.
„უკრაინელთა მიერ რუსეთის შემოჭრისგან ქვეყნის დაცვა ისტორიაში შევა. უკრაინის წინააღმდეგობის ძალამ ნატოს დრო მისცა, რომ მისთვის აღჭურვილობა მიეწოდებინა და მხარი დაეჭირა. რუსეთი სისასტიკეს ჩადის და ომი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის დიდი გამოწვევაა. უკრაინელთა წინააღმდეგობამ თავისუფალ სამყაროს შთაგონება მოუტანა. უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს და ჩვენც იმავეს ვფიქრობთ“, – განაცხადა ოსტინმა.