“აი, რას წერს ლეგენდარული სამხედრო კარიერის მქონე დუგლას მაკგრეგორი” – დემურ გიორხელიძე

0
591
43 Views

აი, რას წერს ლეგენდარული სამხედრო კარიერის მქონე
დუგლას მაკგრეგორი: მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით აფასებს, –
ამის დანახვა მხოლოდ პროფესიონალს შეეძლო!
(იხ. მისი ინტერვიუ, მიცემული El Mundo-სათვის).

არცერთ საჯარო სამხედრო პირს არ შუმჩნევია საქართველოში, თუ რა ხდებოდა სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას. ამიტომ არის საინტერესო:
“რუსეთის ძალებმა გააკეთეს ის, რასაც ჩვენ, დასავლეთში არ მოველოდით. ისინი უტევდნენ გაშლილ ფრონტზე 500-დან 800 მილამდე, ბატალიონური ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით, რიცხოვნობით 700 კაცამდე თითოეული.
ამ შენაერთებს დავალებული ჰქონდათ თავი აერიდებინათ თანმხლები ზიანისა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგებისგან უკრაინის სახმელეთო ძალების იდენტიფიკაციის, იზოლირებისა და არტილერიით განადგურებისას, დაკავშირებული სადაზვერვო უპილოტოებთან. პროცესს მხარს უჭერდა რუსეთის საჰაერო, სახმელეთო და სამხეედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო შეტევები, რომლებიც ანადგურებდნენ უკრაინის სამეთაურო და მართვის პუნქტებს
ასეთმა მიდგომამ შეანელა ოპერაციის ტემპი, მაგრამ ნება არ მისცა უკრაინელებს კონტრშეტევის დაწყებისა.
ამავე დროს, უკრაინის ძალები იძულებული იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დასახლებულ პუნქტებში ანდა უკან დაეხიათ დონბასის სამხრეთ-აღმოსავლეთში აგებულ გამაგრებებში. ასე, რომ კონფლიქტის საწყისმა სტადიამ მოსკოვს მუდმივი ინიციატივა მოუტანა და გასწირა კიევი გარდაუვალი მარცხისათვის.”
(თარგმნა: დ.გ.-მ)

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko