35 Views
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას აქვს სამხედრო გეგმები ესტონეთის წინააღმდეგ, – უკრიანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა უკრაინაში კაიმო კუუსკმა „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია წვრთნების ჩატარებას გეგმავს.
„რუსეთს აქვს სამხედრო გეგმები ჩვენს წინააღმდეგ. მათ აქვთ დაგეგმილი წვრთნები. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავალოდოთ“, – განაცხადა დიპლომატმა.
ელჩმა დასძინა, რომ ესტონეთი უკრაინას იარაღს უგზავნის და ასევე „ჯაველინის“ სარაკეტო სისტემას, რომელიც ანადგურებს რუსულ ტანკებს და ამცირებს საფრთხეს ესტონეთის წინააღმდეგ.