ქადაგიშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე – Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ, ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ

0
460
24 Views

ჩვენს ასობგერებში და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი. Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ, ფილმი “ზორო”აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე, რა უნდა გაკეთოთ,- ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივას.

ქადაგიშვილი მიიჩმევს, რომ რუსული აგრესიული პოლიტიკის პროპაგანდის სიმბოლოები საქართველოში არ გამოიყენება.

“არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია, აქედან გამომდინარე, არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. ზოგადად საქართველოში პროპაგანდა არ ხდება. ერთ- ერთმა მწერალმა თქვა, რომ “ჯარისკაცის მამაც“ იმ პროპაგანდის ნაწილიაო, ავრძალოთ „ჯარისკაცის მამაც“? ხშირად გვაქვს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სპეკულაციასთან საქმე. ჩვენთან არც „გეორგიევსკის ლენტი“ გამოიყენება და არც სხვა რაიმე ნიშანი რაც რუსული აგრესიის პროპაგანდის ნიშანია. ჩვენ თუ ასე წავედით, მაშინ “გიორგი სააკაძეც” უნდა ავკრძალოთ, რადგან რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია და “ჯარისკაცის მამაც” უნდა ავკრძალოთ. მე ვფიქრობ ამას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლელო” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს.

Cesko