სოზარ სუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე” – მუდმივი მცდელობა აქვთ ქვეყანა ჩაითრიონ ომში, ომი არ გამოუვიდათ, ეწვით ომის პარტია რომ დაერქვათ

0
464
40 Views

„ნაციონალურ მოძრაობას” ეწვის „ომის პარტია” რომ დაერქვა, რაც კარგად გამოჩნდა სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებშიც, ახლა გადაწყვიტეს ქვეყნის შიგნით არეულობა და 200 ათასი კაცი ქუჩაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენლის შეფასებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არ გამოუვიდა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა და მორიგი გეგმაა, ქვეყანის შიგნით არეულობის შემოტანა.

„ნაციონალური მოძრაობა” რასაც წარმოადგენს უკრაინაში, კარგად ჩანს მათ განცხადებებში. მათ აქვთ მუდმივი მცდელობა, რომ ქვეყანა ჩაითრიონ ომში. ახლა კარგად იციან, რომ ომი არ გამოუვიდათ. ეწვით ომის პარტია რომ დაერქვათ, რაც კარგად გამოჩნდა სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებშიც. ახლა გადაწყვიტეს ქვეყნის შიგნით არეულობა და 200 ათასი კაცი ქუჩაში. მორიგი, უტიპიური გეგმებით ახლა ცდილობენ, რომ ქვეყანას ავნონ, მაგრამ ქართველი ხალხის ნება რაც არის, კარგად გამოჩნდა ბათუმის არჩევნებზე, სადაც ოლქში ჩვენ წავაგეთ, შემდეგი არჩევნები 70%-50% მოვიგეთ. სწორედ იმის გამო, რომ ხალხმა დაინახა „ომის პარტიას” უნდა, საქართველოში დატრიალდეს ის, რაც იყო ბუჩაში, ირპენში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Cesko