„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ძალიან დიდი მსხვერპლია, ბუჩა მონაგონი იქნება“ – გიორგი ქუფარაშვილი

0
392
30 Views

„ძალიან დიდი მსხვერპლია. იმ დონის მსხვერპლია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ წარმოიდგენს. ბუჩა მონაგონი იქნება“, – ამის შესახებ „აზოვის” პოლკის ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი ქუფარაშვილი ამბობს.

მისივე თქმით, ამ ომის დანაშაულების დაფარვა ხდება.

„სამი დღეა მიმდინარეობს სტრატეგიული ბომბდაშენებით დაბომბვა. ასევე მძიმე არტილერია, ავიაცია. ყველაფერი რაც შეიძლება იყოს გამოყენებული. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც აზოვის მებრძოლები იმყოფებიან არის ასობით მოქალაქე. ასევე, ოჯახები. ხდება ამ ომის დანაშაულების დაფარვა. დახოცილების, დასახიჩრებულების, გაუპატიურებულების დაწვა.

რაც შემდგომ გამოიწვევს იმას, რომ ომის დანაშაული გამქრალია. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მსხვერპლია. იმ დონის მსხვერპლია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ წარმოიდგენს. ბუჩა მონაგონი იქნება“, – ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას გიორგი ქუფარაშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა.

Cesko