რუსული მედია: ბატალიონ “აზოვს დანებებისთვის 2 საათი მიეცა

0
688
56 Views

ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლსა და ხარკოვში. რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსული მედია წერს, რომ ბატალიონ “აზოვს” დანებებისთვის 2 საათი მიეცა.

ვრცელდება ასევე ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება, რომ მარიუპოლს დღეს აიღებენ:

“მინდა გავახარო ხალხი, რომელსაც უკრაინაში მშვიდობის ნახვა სურთ. ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით დღეს მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე სრულ კონტროლს დავამყარებთ”, – აცხადებს კადიროვი.

Cesko