ლვოვსა და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ქვეყნის არცერთი ნაწილი კრემლის უაზრო თავდასხმისგან დაცული არ არის – ჯოზეფ ბორელი

0
682
43 Views

ლვოვსა და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი კრემლის უაზრო თავდასხმისგან დაცული არ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

,,ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩეველ და უკანონო დაბომბვას. აღნიშნული მოიცავს ბოლო დღეებში, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, განსაკუთრებით ლუგანსკის რეგიონზე, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში და პოპასნაში მძიმე შეტევებს. ძირითად ქალაქებზე, მათ შორის, ხარკოვზე განურჩეველ თავდასხმებს განაგრძობენ, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის შემდგომი განადგურება გამოიწვია. ლვოვსა და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი კრემლის უაზრო თავდასხმისგან დაცული არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko