31 Views
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 51 წლის ვლადისლავ ავაევი, მისი 47 წლის მეუღლე ელენა და 13 წლის ქალიშვილი მარია ბინაში მოკლული იპოვეს.
ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხელში იარაღი ეჭირა, ამიტომ პოლიციის წინასწარი ვერსიით, ავაევმა ცოლსა და ქალიშვილს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ავაევების ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მათთან დაკონტაქტებას ტელეფონით ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი არავინ აიღო.