“პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება” – ამერიკელი დიპლომატი ასახელებს ქვეყნებს, რომელიც რუსეთის პოტენციური სამიზნეა

0
921
56 Views

ამერიკელი დიპლომატი რობერტ პირსონი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ  ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან მისი მადა ნელ-ნელა იზრდება.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთის შემდეგი პოტენციური სამიზნე შესაძლოა ევროპის რამდენიმე ქვეყანა გახდეს.

დიპლომატის თქმით, პუტინი რუსეთის იმპერიის საზღვრებში დაბრუნებას ცდილობს. ამისათვის მან უნდა მიაღწიოს კონტროლს ევროპის რიგ ქვეყნებზე.

პირსონმა აღნიშნა, რომ პუტინის პოტენციურ მსხვერპლთა სიაში შედის არა მხოლოდ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა , არამედ პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და მოლდოვა.

“ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი გადარჩება, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსული სამხედრო კონტროლი, რაც შეიძლება შორს გაზარდოს დასავლეთში. ის უბიძგებს მინსკს უფრო მეტად დაემორჩილოს მოსკოვს და გახადოს რუსული ჯარების იქ ყოფნა ნახევრად მუდმივი. ის გაზრდის აქტივობებს კალინინგრადში და რუსეთის ბალტიისპირეთის საზღვრებთან, როგორც ბალტიისპირეთის ნატოს, პოლონეთისა და გერმანიის დაშინების იარაღს“, – განაცხადა დიპლომატმა.

პირსონმა აღნიშნა, რომ პუტინი დაინტერესებულია უკრაინაში გაყინული კონფლიქტის შექმნით.

დიპლომატს მიაჩნია, რომ ნატოს მთავარი ამოცანაა გადაწყვიტოს ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ იქნება შეერთებული შტატების ან ალიანსის გამარჯვება, თუ ისინი არ მოახდენენ პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანის მოტივაციას. ამ შემთხვევაში ევროპასა და აშშ-მა უნდა გაიგონ, რომ „დაცვით თამაში“ საკმარისი არ არის.

 

Cesko