გია გაჩეჩილაძე: პიტერ აკერმანი ჩადის კონკრეტულ ქვეყნებში და ასწავლის, როგორ უნდა მოირყეს და გადავარდეს ხელისუფლება

0
474
43 Views

ეს ადამიანი ჩადის კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც არ აწყობთ კონკრეტული ხელისუფლება. იქ ქმნიან ჯგუფებს და უტარებენ ტრენინგს, როგორ უნდა მოირყეს და გადავარდეს ხელისუფლება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გია გაჩეჩილაძემ პიტერ აკერმანზე საუბრისას განაცხადა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელის თქმით, ბაკურიანში გამართული ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ საუბარი ხელისუფლების შეცვლის არაძალადობრივ გზებზე იყო. გაჩეჩილაძის თქმით, კი არა ძალადობრივად ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთ გზას არჩევნები წარმოადგენს.

„ეს ადამიანი ჩადის კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც არ აწყობთ კონკრეტული ხელისუფლება. იქ ქმნიან ჯგუფებს და უტარებენ ტრენინგს, როგორ უნდა მოირყეს და გადავარდეს ხელისუფლება. ესენი ეძახიან, არაძალადობრივი გზებით, მაგრამ არაძალადობრივი გზებით ასეთი რამ გამორიცხულია. ერთადერთი, კაცობრიობამ არა ძალადობრივად ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნები მოიგონა. ესენი არჩევნებით ვერ ცვლიან ამ ხელისუფლებას და იმაზეც არ სურთ დაფიქრდნენ, თუ რატომ ვერ ცვლიან. ამიტომ, ყველანაირ ღონეს ხმარობენ, ძალადობრივად შეცვალონ. ეს გამორიცხულია! 30 წელიწადია ჩვენ ამას გავდივართ. საზოგადოებას, ყველას, გათვითცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.

შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.

Cesko