31 Views
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“ძალიან ბევრი სტატუსი და კომენტარი მხვდება მარიუპოლზე: ადამიანები განიცდიან, ნერვიულობენ ალყაში მყოფ მებრძოლებზე და ეს ბუნებრივია.
აქვე მინდა, ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ: “აზოვის” მებრძოლების ბედი არავის აღელვებს უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალზე მეტად. ზელენსკის, ზალუჟნის, რეზნიკოვს, არესტოვიჩს, ერმაკს ძალიან კარგად ესმით, რომ “აზოვი” წინააღმდეგობის უპრეცენდენტო ისტორიას ქმნის და, სხვათა შორის, არამარტო “აზოვი”, იქ საზღვაო ქვეითები და უკრაინის გვარდიაცაა – ყველა გმირია.
მაგრამ თხოვნაა, ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები: ეს ამ ბიჭების არჩევანია, იმიტომ რომ ისინი მიჰყვებიან მარიუპოლის თავდაცვის გენერალურ გეგმას, რომელიც, სხვათა შორის, გიორგი ქუფარაშვილის შედგენილია (ბახვა ჩიქობავასა და სერგეი კოროტკიხთან (ბოცმანი) ერთად), ანუ, ის, რასაც ახლა აკეთებს “აზოვი”, არის მარიუპოლის დასაცავად დარჩენილი მეომრების შეგნებული არჩევანი და ყველა რისკი, მათ შორის, ალყისა და ვერგამოღწევის, წინასწარ იყო ნავარაუდევი.
გესმით, ხომ, რასაც ვამბობ? ამ ადამიანებმა წინასწარ, შეგნებული არჩევანი გააკეთეს, რომ ან დაიცავენ ქალაქს ბოლომდე, ან მოკვდებიან, ან ალყას გაარღვევენ და გამოვლენ. და ეს ბოლო პუნქტი რომ ახდეს, ამისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს.
ასე რომ, ყველა სახის თავში წაშენა იმის გამო, რომ აუ, ბიჭები როგორ გაწირეს, აუ, საბრძოლო მასალები უმთავრდებათ, აუ, ულტიმატუმი წაუყენეს, აუ, რა ეშველებათ – არამარტო დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის უნებლიე მხარდაჭერა, ამ ბიჭების შეურაცხყოფაცაა.
ცნობისთვის: “აზოვისთვის” თითქოსდა წაყენებული ბოლო ულტიმატუმის ვადა 13:00 საათზე ამოიწურა, მანამდე კი იყო ზუსტად 27 (!!!) ულტიმატუმი 52 დღეში, მარიუპოლი კი ისევ დგას და “აზოვი” ისევ იბრძვის.
ნუ ვიქნებით რუსული პროპაგანდის მსხვერპლი.
დიდება უკრაინას!
დიდება “აზოვს!”
გაუძელი, მარიუპოლ!”