28 Views
ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული სააღდგომო წირვის დროს რომის პაპმა, ფრანცისკემ უკრაინაში ომის სისასტიკე დაგმო და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
“ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად. ჩვენ ვლოცულობთ, რადგან ბევრი უბედურება მოხდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შემოგთავაზოთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ლოცვები და გითხრათ: გამაგრდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!”, – განაცხადა რომის პაპმა.