ამერიკიდან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი წიკლაური მოულოდნელად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მას ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
,,გიო, გამოფრენამდე 4 საათით ადრე გნახე, შვიდგზის ზეთისცხებაზე. დამაბარე, მომიკითხე მონატრებული საქართველო, ნეტა, მეც მოვდიოდეო. გელოდები მონატრებულ საქართველოში გულგატეხილი… უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, მეგობარო. შეხვედრამდე”.
,,ნიუ იორკში გარდაიცვალა სოხუმელი გიორგი წიკლაური, ვისზეც ნეკროლოგის წერაც ძალიან მიჭირს ძალიან. მეგობრობის ეტალონი, მზრუნველი მეუღელე და 2 ულამაზესი შვილის მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზედმეტად თბილი, პატიოსანი, უკეთილშობილესი პიროვნება.
გიორგი წლების განმავლობაში მუშოაბდა ისრაელში Halo Truste კომპანიაში გამნაღმველად. მსოფლიო კრიზისის გამო სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა ნიუ იორკში მეუღლესთან ერთად. როგორც ყველას, კოვიდის შემდეგ გაუჭირდათ სამსახურების პოვნა დაგულმა ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჭიდილს ვერ გაუძლო.
პანაშვიდი პარასკევს 15 აპრილს 4pm-8pm 323 Avenue U, Brooklyn, NY 11223
P.S. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ ,გვერდით დაუდგეთ მეუღლეს, რომელიც ისევ უმუშევარია. მიმღები მზეონა კეკუტია
zelle +1 (718) 787-8940, TBC bank GE19TB7433345061100022 უნორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ხარჯების დაფარვაში”.
,,მომიკითხე მონატრებული საქართველო, ნეტა, მეც მოვდიოდეო” – ნიუ იორკში გიორგი წიკლაური გარდაიცვალა
28 Views