„ჩემი არაერთი ანალიზი ვისაც ახსოვს რუსეთის, მისი
ელიტებისა და მოსალოდნელი სცენარების შესახებ, –
იცის როგორ ვხედავდი მოვლენათა განვითარების
სცენარებს.
ისიც იცით, რომ რუსების დამარცხების ერთადერთი
მთავარი მიზეზი მისი უმაღლესი ელიტების სიდამპლე
და გამყიდველობა იქნებათქო, რამაც რუსეთი არაერთხელ
დააჩოქა.
უკანასკნელი დაჩოქებიდან (1917 წლის ორი ევოლუციისა
და შემდგომი განადგურებიდან) მხოლოდ ქართველთა
ჯგუფმა იხსნა იგი!.
ახლა, მიმდინარე პროცესები ადასტურებს ჩემს ამ
მოსაზრებას: რუსეთს, თუ შიგნით არაფერი შეიცვალა,
მისი უმაღლესი ელიტა დაასამარებს და დაამარცხებს!
შემდგომი სცენრი უკვე სხვა იქნება!
არაა გამორიცხული რუსეთ-უკრაინის ერთიანი
სახელმწიფო უკვე სხვა ტიპის მმართველობით, –
გასაგებია თუ როგორი იქნება იგი!
აი, საქართველოში კი მოვლენები საინტერესოდ
წარიმართება!
რაც ახლა გააქტიურება ხდება, ეს სწორედ ამ გლობალური
პროექტის გამოძახილია: ორ-სკამზე მჯდომი საქართველოს მთავრობა და მთლიანობაში
ხელისუფლება, – თუ ისე განვითრედება მოვლენები,
როგორც ზემოთ დავწერე, – სახლში წავა!
საქართველო კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და სხვა
რამესაც!
მაგრამ რა იქნება ეს ყველაფერი, –
თავად იფიქრეთ!
ტრაგიკომიკური ისაა, რომ ბახმუტი შეატოვეს ვაგნერის
ჯგუფს, არ აწვდიან ტყვია-წამალს, სუროვიკინი მოხსნეს
და გააჩერეს შეტევები, სხვაგან ყველგან ახლაც შეაჩერეს
შეტევები და ელიან, როდის მიიღებს უკრაინა ყველაფერს,
მოიკრებს ძალებს და გადაუვლის რუსულ ნაწილებს
უკრაინაში, როცა რესურსი შეივსება, განახლდება და ა.შ.
ასეთი ომი არავის უნახავს: საკუთარი პოლიტიკური და
სამხედრო ხელმძღვანელობა წაგებისკენ ექაჩებოდეს საკუთარ ქვეყანას.
მაგრამ ეს რუსეთია და მოულოდნელი არაფერია!
რაღაც ძალიან უნდა შეიცვალოს, რომ ეს არ მოხდეს,
მაგრამ ეს პრაქტიკულად ამ ელიტების ფონზე შეუძლებელი ჩანს!“
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი