“მკვდრადშობილი უვარგისი კონსტრუქცია ევროკავშირისა, – გერმანული პროექტი, – მიდის დასასრულისკენ!” – დემურ გიორხელიძე

0
600
27 Views

ვინც თვალს ადევნებს ჩემ ნაწერებსა და ინტერვიუებს,
იცის ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ყოველგვარი
ნეო-ლიბერალურისადმი, რომელსაც არაფერი აქვს
საერთო კლასიკურ ლიბერალიზმთან, რომელიც სულაც არ არის ცუდი და კონსერვატისზმის საპირწონეა “შეკავებისა და გაწონასწორების” მექანიზმების თვალთახედვით.
იცის ჩემი დამოკიდებულება ნეო-ლიბერალური ევროპისადმი და მისი სრული უპერსპექტივობის შესახებ ჩემი შეხედულებები.
მაგრამ ყურადღებიანმა მკითხველმა ისიც ისიც, რას ვწერდი:
“400-წლოვანი უძლიერესი ცივილიზაცია ასე იოლად არ დამორჩილდება ტროცკიზმის გამანადგურებელ გავლენას
და აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს კლასიკური ევროპული კონსტრუქციების აღსადგენად და გასაწმენდად ნაგვისაგან.”
არ გაგიკვირდეთ, რომ ეს დრო დადგა –
აშკარად ჩანს!
ქართული საზოგადოება, გადავარდნილი უაზრო ურთიერთქიშპსა და შეურაცხყოფაში, ვერ ხედავს მოვლენებსა და მასში გამოსახულ კონტურებს!
მთავარი, რაც გამოკვეთილია:
(ა) მკვდრადშობილი უვარგისი კონსტრუქცია ევროკავშირისა, – გერმანული პორექტი, – მიდის
დასასრულისკენ!
(ბ) გერმანია, ღერძი და მთავარი სახელმწიფო კონტინენტური ევროპისა, სრული კრახის წინაშეა
და შეუძლებელია მისი დაბრუნება ლიდერის პოზიციებზე! უფრო მეტიც: საეჭვოა გერმანიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება!
ეს ისაა, რაც აშკარად იკითხება.
მაგრამ საპირისპიროდ ამისა მიდის პროცესი:
ამის დასანახად აუცილებელია ცალკეული ყოფილი ძლიერი ევროპული ქვეყნების შიდა პროცესების ცოდნა!
ამჯერად მხოლოდ ეს იყოს!
უფრო დეტალურად მალე დავწერ.
ამ შენიშვნის მ ი ზ ა ნ ი ისაა, რომ ინერციიდან გამოიყვანოს ადამიანები…
რაც ხდება – ევროკავშირის საწინააღმდეგო პროცესია. უსუსურმა “პოლიტიკოსმა” ბორელმა კი:
“ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდესო”…
აი, ეს უკვე პოლიტიკური შეცდომაა!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი; სოციალური ქსელი

Cesko