29 Views
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოს გაერთიანებულ სარდლობას დატოვებს.
„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მე დავტოვებ გაერთიანებულ სარდლობას, თუმცა არ ვიტყვი უარს მე-5 მუხლზე ატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის ურთიერთდაცვის შესახებ“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა – 23,41% მიიღო.საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.