“ვგრძნობ როგორ მცირდება მანძილი აფხაზეთამდე… რუსეთი ბეჭებზე გაერთხმება კიევის ცენტრში…”

April 11, 10:31
0
614

„რაც ოკუპანტი რუსეთი თავს დაესხა მოძმე უკრაინას, იმ დღიდან ვგრძნობ თუ როგორ მცირდება მანძილი აფხაზეთამდე …. ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს რეალობაა, რუსეთი ბეჭებზე გაერთხმება კიევის ცენტრში… რომა შამათავამ პირობა მომცა რამდენიმე წლის წინ, რომ გაგრაში ხელჩაკიდებული უნდა შემიყვანოს
დედის სიცოცხლეს გეფიცებით თუ სხვა რამეზე შემეძლოს ფიქრი, ვერაფერზე ვფიქრობ უკვე თვეებია, გარდა მიშას თავისუფლებისა, რუსეთის აღგვისა მიწის პირისგან, უკრაინის გამარჯვებისა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაბრუნებისა , რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნაწამები პაწაწინა უკრაინელები მიდგას თვალწინ
ღმერთო, რასაც მე საქართველოსა და უკრაინისთვის ვლოცულობ, მუხლმოდრეკით გევედრები უღირსი შვილი, ისმინე ჩემი ვედრება და ისე არ წამიყვანო ამ ქვეყნიდან, რუსეთის განადგურება არ ვნახო და მიშასთან ერთად სოხუმში , ქვიშაზე მოდუღებული ყავა არ დავაგემოვნო“

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე; სოციალური ქსელი

 

Cesko