ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს ფოტოებს აზიარებს, რომლებზეც პოლიტიკოსი გეორგიევსკის ლენტით არის გადაღებული. “მაკომპრომეტირებელი” ფოტოების ნამდვილობა უცნობია.
“და ამან უნდა გვმოძღვროს?
ამიხსენით ეს ის გონჩარენკო არაა, გიორგიევსკის ლენტით????
მითხარით, თუ შევიშალე და მეჩვენება
ახლა რომელ მხარესაა?” – წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში და ოლექსეი გონჩარენკოს ფოტოებს აზიარებს.
ამჟამად, რუსეთში გეორგიევსკის ლენტი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება, ისევე როგორც რუსული ჯარის სიმბოლოდ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის წინ, აქცია სახელწოდებით – “ჩვენი თავისუფლებისთვის!” იმართება, სადაც შეკრებილებს სიტყვით უკრაინის რადას წევრი, ოლექსეი გონჩარენკო მიმართავს.