56 Views
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა.
ზელენსკის თქმით, ის მზადაა დღესაც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„დღეს უკრაინას სხვა გზა არ აქვს გარდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. რუსეთში კი სხვა ძალას არ ძალუძს ამ ომის შეჩერება. მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.