უკრაინელი იერარქის, ზაპოროჟიეს მიტროპოლიტ ლუკას დამაფიქრებელი ქადაგება

0
970
56 Views

უკრაინელი იერარქის, ზაპაროჟიის მიტროპოლიტ ლუკას დამაფიქრებელი ქადაგება…
“ჩვენს მიწაზე უფლის სამსჯავრო აღესრულება
დღეს ეკლესია იხსენებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს „დერჟავნაია“. უფალმა ასი წლის წინ გამოაჩინა ეს ხატი, როგორც სასწაულთმოქმედი, მაშინ როცა მიმდინარეობდა ძმათამკვლელი ომი
ყველაფერი, რისი თქმაც მინდა დღეს, ნათქვამია ამ ხატის კანონში:

„დაღუპვამ დაფარა მთელი შენი მიწა, დიდმა წყვდიადმა დაისადგურა აქ, შენს ქალაქში; ვგოდებ შენს მიმართ, უწმინდესო დედაო….“
ტირილმა, კვნესამ და ცრემლებმა დაფარა ჩვენი სამშობლო სისხლი მიედინება ჩვენი მიწის ნაოჭებში, იღვრება ცრემლის მდინარეები, რა ხდება? რატომ დაგვატყდა ეს უბედურება.
მე მსურს შეგახსენოთ მრავალთაგან ერთი დეტალი ამ საშინელი ომის დაწყებამდე. არც თუ დიდი ხნის წინ უკრაინის თანამონაწილეობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, ფაქტიურად, უცხადებს ტერორს ელგებეტე პროპაგანდის ყველა მოწინააღმდეგეს. უკრაინის უმაღლესი რადას ყველა დეპუტატმა, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, ხმა მისცა ამ რეზოლუციას. ეს სწორედ ის დეპუტატები არიან, ვინც ჩვენ ავირჩიეთ.
სოდომამდე და გომორამდეც ცხოვრობდნენ დედამიწაზე ადამიანები, ვისაც ბუნების კანონების საპირისპირო მიდრეკილებები ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ამ ქალაქებში ცოდვა ნორმად იქცა და კანონის მფარველობის ქვეშ მოექცა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა მის მაცხოვრებლებზე.
როცა ისრაელი ღალატობდა ღმერთს, ღმერთი მასზე მიუშვებდა ხოლმე ბარბაროსთა ტომებს, რომლებიც აცარიალებდნენ მის ქალაქებს და წვავდნენ სოფლებს.
ვინმეს ჰგონია, რომ კიევო–პეჩორის წმიდანები ზეციდან მშვიდად გვიყურებენ, რომ კიევში – მართლმადიდებლობის აკვანში მშვიდად ისეირნონ სოდომელებმა?! ან ღვთის დედისთვის სულერთია, რომ მის წილხვედრ ადგილას გაჩნდებიან დედ–მამის ნაცვლად მშობელი №1 და მშობელი №2?!
მე უკვე აღარ ვსაუბრობ სხვა გახრწნილობებზე, რომლებიც ხდებოდა ჩვენს წმიდა მიწაზე.
ვიღაც იკითხავს – რა დააშავეს ადამიანებმა, ვისაც ამასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა? მე ვუპასუხებ – დააშავეს თავისი გულგრილობით; ჩვენ ყველაფერს ვღებულობდით, ჩვენ ვიცინოდით, ჩვენ ვფიქრობდით – რაც უნდათ ის ქნან, მთავარია ჩვენ არაფერი დაგვიშავდესო.
მაგრამ ასე არ ხდება! ვინც ღმერთთან არაა – ის მის წინააღმდეგაა! არა მხოლოდ მზე ამოდის კეთილებსა და ბოროტებზე, არამედ ღმერთის რისხვის წვიმაც მოდის ერთზეც და მეორეზეც. ვიღაცას ის წმენდს განსაცდელებით და მწუხარებით, ვიღაცას კი სჯის ცოდვების გამო.
ყველა ფიქრობს – როდისღა დამთავრდება ეს? – ვფიქრობ, რომ მალე არა, იმიტომ რომ არ ჩანს სინანული!
იმიტომ, რომ მაშინ, როცა ჩვენი მღვდლების შვილები იხოცებიან ფრონტზე, მათი მამების ტაძრებს იტაცებენ არაადამიანები, რომლებიც ანაწევრებენ ჩვენს ეკლესიას.
იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქებში იმის ნაცვლად, რომ მხურვალედ ილოცონ, აკრავენ პლაკატებს საშინელი გინებით. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ისინი ინგრევა ბომბებით. აბა სხვაგვარად როგორ იქნება? იქ, სადაც ლეშია, იკრიბებიან ორბები.
არის მხოლოდ ერთი საშუალება, გავაჩეროთ ომი – მივმართოთ ღმერთს. მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანები ამაზე არც კი ფიქრობენ.
„რისხვის მსაჯულება დადგება… ადამიანთა სიხარული დაიკარგება… ყველა ტირის და მოთქვამს, და შეჰღაღადებს ჰოი, უფლის მახვილო, როდემდე არ დამშვიდდები? გაჩერდი და შეგვიწყალე… („დერჟავნაიას“ კანონი“)”

მაია ებრალიძე; სოციალური ქსელი

Cesko