“თქვენ პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაული…” – ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს

0
406
29 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს:

“რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლის გაგებას, ფაქტებს, რუსი სამხედროების სისასტიკემ, ბუჩაში, ირპინსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს – ხელშეკრულები დახვრიტეს. ქალები მათი შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეული დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ისტორიები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არაა, რომ თქვენი მთავრობა თქვენ ამას გიმალავთ.

თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ამას ნახავდით, თქვენ მის ომს მხარს არ დაუჭერდით, რადგან ეს ღალატია იმ რუსი დედების, რომლებიც ამაყად ემშვიდობებიან მათ ვაჟებს, სამხედრო სამსახურში წასვლის დროს, მან იცის, რომ ეს რუსეთის ღირსების ლაქაა, ლაქა, რომელიც წარუშლელი გახდება.

ნუ დაუჯერებთ მხოლოდ ჩემს სიტყვებს: თქვენ გჭირდებათ VPN კავშირი, რომ წვდომა გქონდეთ დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და როცა იპოვით სიმართლეს, გააზიარეთ ის.

თქვენ პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს”

Cesko