რუსეთი დათანხმდა უკრაინის წინადადებას – რას აცხადებს უკრაინის მხარე

0
1008
33 Views

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებაზე რუსული მხარე აღარ არის წინააღმდეგი, რეფერენდუმი ჩატარდეს ქვეყნის ნეიტრალიტეტის და სხვა საკითხების შესახებ, გარდა ყირიმის საკითხისა.

ამის შესახებ 2 აპრილს განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავიდ არახამიამ. მისი თქმით, რუსეთის მხარემ ამის შესახებ სიტყვიერად განაცხადა 1 აპრილს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. წერილობითი, ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ მოიპოვება.

არახამიამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტები უკვე იმ ეტაპზეა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეუძლიათ პირისპირ შეხვედრისას მათი განხილვა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ თუ უკრაინელები მხარს არ დაუჭერენ ნეიტრალიტეტის საკითხს, ანუ, მიემხრობიან ნატოში გაწევრიანებას, შესაძლებელი იქნება ან ახალი მოლაპარაკება, ან განახლდება საომარი მოქმედება.

რუსეთის მხარეს უკრაინის წარმომადგენლის სიტყვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რა პირობებს ითხოვს უკრაინული მხარე, იხილეთ მასალაში:

Cesko