30 Views
„რა მაგის პასუხია და ომამდე რა კარგი ქალი ვიყავი, ყველას ველოლიავებოდი, გულს მიჩუყებდა ჭკუაც და უჭკუობაც, კეთილშობილებაც და ქლიავობაც. თუ ვინმეს ცოტა მივცხებდი, ისიც მხოლოდ საპასუხოდ და არა პირველი, ვიჯექი მერე და განვიცდიდი, ეს როგორ ვიკადრემეთქი. სულ მინდოდა რამენაირად გამეგო, ემპათიური ვყოფილიყავი, რა მისი ბრალია, თორემ ხომ იქნებოდა უკეთესიმეთქი. ხოდა კი ვეღარ ვიტან ახლა. ხურციძის იდეების მიმდევარი გავხდი, ასე ამბობს, ვიღაც რომ იქცევა, ყ-სავით, კიდეც არის ყ-ო. ვეკამათებოდი, ზოგჯერ ყველა იქცევა და ვიქცევით ყ-ებივითმეთქი. არაო. კიარადა, მერე რაო. ძალიან მკაცრია ხურციძე, მაგრამ სამართლიანი“