38 Views
“თუ ჩვენს პრეზიდენტს უნდა, რომ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს საქართველოსთვის, უნდა გამოუშვას მიშა”, – ამის შესახებ კინომსახიობმა და მუსიკოსმა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან უკრაინის თემაზე ისაუბრა.
“ჩვენი პარლამენტი ელოდება, პუტინი კიევში მოიგებს თუ არ მოიგებს. თუ მოიგო, შეიძლება ამათ დაელაპარაკოს. მაგის იმედი აქვს, რომ მოიგებს. თუ ჩვენს პრეზიდენს, ქალბატონს [ზურაბიშვილს] უნდა, რომ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს საქართველოსთვის, უნდა გამოუშვას მიშა, რადგან უპატრონობაა”, – განუცხადა კიკაბიძემ ჟურნალისტებს.