მზად ვიქნებით, მივაწოდოთ ინდოეთს ნებისმიერი საქონელი, რომლის ყიდვაც სურს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოიძებნება გზა ხელოვნური დაბრკოლებების გვერდის ასავლელად – ლავროვი

0
415
28 Views

ჩვენ მზად ვიქნებით, მივაწოდოთ ინდოეთს ნებისმიერი საქონელი, რომლის ყიდვაც მას სურს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოიძებნება გზა იმ ხელოვნური დაბრკოლებების გვერდის ასავლელად, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებული უკანონო ცალმხრივი სანქციები ქმნის , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლავროვმა, რომელიც ნიუ-დელიში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, შეაქო ინდოეთი უკრაინის კონფლიქტის „ცალმხრივად“ არ განსჯის გამო.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აშშ-ის დასახელების გარეშე, განაცხადა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა“ ინდოეთზე ზეწოლას ახორციელებს, მაგრამ მოსკოვისა და ნიუ-დელის დამოუკიდებელმა საგარეო პოლიტიკამ ისინი „კარგი მეგობრებიად და ერთგულ პარტნიორებად“ აქცია.

”მე მჯერა, რომ ინდოეთის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს დამოუკიდებლობა და კონცენტრაცია რეალურ ეროვნულ ლეგიტიმურ ინტერესებზე”, – დასძინა ლავროვმა.

ამას გარდა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი და ნიუ დელი წინ მიიწევენ „რუპია-რუბლის მექანიზმის“ დანერგვაზე, რათა თავიდან აიცილონ „უკანონო დასავლური სანქციები“ და გაამარტივონ ერთმანთთან ვაჭრობა.

თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინაში “ძალადობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მნიშვნელობას” და თქვა, რომ “დავები უნდა გადაწყდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით”.

რუსეთის პირველი დიპლომატი ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისაც შეხვდა, რომელსც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკითხვა პირადად გადასცა.

როგორც მედია წერს, ინდოეთმა, რომელიც რუსული იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია, არ დაგმო რუსეთს უკრაინაში შეჭრა. ნიუ-დელი ამჟამად დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა, რათა მოსკოვან ურთიერთობები შეამციროს.

Cesko