ახალი სანქციები რუსეთს – ამჯერად შტატების “სამიზნე” რუსული ტექნოლოგიური კომპანიებიდან 13 პირი და 21 ორგანიზაცია გახდა

0
413
27 Views

აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთს – რამდენიმე რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებელს და მათთან დაკავშირებულ პირებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამერიკაში სანქციები დაუწესდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული, რომ სანქციონირებულია 13 პირი და 21 ორგანიზაცია – მათ შორის სააქციო საზოგადოება “მიკრონს”, რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელს და ექსპორტიორს, კერძოდ, მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს.

სამინისტრომ სანქციების სფეროში უფლებამოსილება გააფართოვა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებს ეხება.

ეს ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, სანქციები დაუწესოს ამ სექტორებში მომუშავე ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

ეს ნაბიჯი ასევე მიმართულია “არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე კიბერ-აქტივისტების” წინააღმდეგ.

“გავაგრძელებთ პუტინის სამხედრო მანქანისთვის სანქციების დაწესებას ყველა მხრიდან, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯენეტ იელენმა.

ეს სანქციების სერიაში უკანასკნელი ზომებია, რომლებიც რუსეთის და მისი მოკავშირეები მიმართ დაწესდა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

ამ სანქციების ძალით აშშ-ში იყინება აქტივები, რომლებიც ეკუთვნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია მიმართული.

ამასთან, ამერიკელებს ამ სუბიექტებთან საქმის დაჭერა ეკრძალებათ, ვინც მათთან ერთად გარკვეულ ოპერაციებს ჩაატარებს, ასევე გახდება სანქციების სამიზნე.

Cesko