„რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს“ – რა წინასწარმეტყველებას აქვეყნებს ლელა კაკულია

0
605
83 Views

„მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა“

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ მოკლე პუბლიკაცია გაავრცელა სათაურით: „ანტირუსული სანქციები მაღალჩინოსანი „ესესელის“ შვილიშვილმა დააწესა“.

ვფიქრობთ, ამ სათაურის წაკითხვაზე მაშინვე უნდა გაგახსენდეთ ქალბატონ ლელა კაკულიას ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც გერმანიის მომავალ კანცლერზე ჰქონდა ჩაწერილი.

და მართალიც იქნებით — პუბლიკაციაში სწორედ გერმანიის ახალ ლიდერზე, ოლაფ შოლცსა და მის „ესესელ“ ბაბუაზეა საუბარი.

როგორც რუსული პრესა წერს, შოლცის უახლოეს წინაპრებზე ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება არც ისე მარტივია — „ის აკურატულადაა გამოხშირული“. ანუ დედასა და მამაზე გარკვეული მონაცემების ნახვა შეიძლება, მაგრამ ბებია-ბაბუებზე გერმანული ვიკიპედიაც კი დუმს — და ამას წონადი მიზეზი აქვსო.

როგორც ირკვევა, ოლაფ შოლცის ბაბუა, ფრიც ფონ შოლცი, ორივე მსოფლიო ომის მონაწილე და SS-ის ჯარების გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს პირადად მონაწილეობდა პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე ებრაელთა სიკვდილით დასჯაში.

„ჩინით კიდევ უფრო დაწინაურდებოდა, მაგრამ არ დასცალდა – 1944 წელს ნარვის მახლობლად დაიღუპა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებას, რომელიც გაზეთებშიც გამოქვეყნდა თავის დროზე, შემდეგ წიგნებშიც შევიდა და „ფეისბუქზეც“ აიტვირთა, როცა წინასწარმეტყველების სრული ტექსტი ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ, ასე გამოიყურება:

? 2008 წელი, 8 აპრილი

<…> რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს. უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიწმყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს.
გერმანიის კანცლერი ქალბატონი პოლიტიკური არენიდან მიდის და მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად. იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, შეუძლებელს შეძლებს. მოსკოვს კი არ მოეფერება, არამედ პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს.

‼️ ვხედავ, მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა (ბაბუა), რაზეც ალაპარაკდებიან. მაგრამ ეს გერმანიას და ევროპას სულ არ აღელვებს. იგი ნამდვილი კანცლერია — რუსეთთან ყველა მოლაპარაკებას მოიგებს.

? 2009 წელი, 1 სექტემბერი

<…> ადრე ვთქვი და ვიმეორებ: გერმანიაში მოდის კანცლერი, ანუ მთავრობა, რომელიც რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს.

რუსეთი ძალიან აფორიაქდება. გერმანიასთან ურთიერთობის გართულება მათი პოლიტიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.

‼️ რუსები ხმამაღლა განაცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერი არის შთამომავალი ჰიტლერის ფაშისტური არმიის წევრისა. ვხედავ, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ, მერე რა?! ეს არავისთვის არაფერს არ ნიშნავს. ახალი კანცლერი კი ვერ იტანს რუსეთს.

აი ასეთ ცეცხლს დაანთებს რუსეთი, მაგრამ მას არცერთი ქვეყანა არ აჰყვება. უბრალოდ, რუსეთი დაკარგავს ევროპაში მომხრეებს…

Cesko